ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთის სტაბილურ, დემოკრატიულ და წარმატებულ მომავალს, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ყველა ინსტიტუტთან, მათ შორის ახლად არჩეულ პარლამენტთან და მთავრობასთან. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთად ითანამშრომლონ სომხეთის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე სომხეთის წინაშე მდგარი გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად.
ევროკავშირი მზადაა გააძლიეროს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და მხარი დაუჭიროს სომხეთს მნიშვნელოვან რეფორმებში, რომელიც ეფუძნება ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმებაში ერთობლივ ვალდებულებებს" ,- ნათქვამია ევროკავსირის განცხადებაში.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს საფუძვლიანად და სწრაფად სომხეთის სამართლებრივ ჩარჩოთი გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გამოყენებით.