გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას, კანცლერის პრეს სპიკერზე დაყრდნობით, AFP ავრცელებს.
66 წლის მერკელმა ვაქცინის პირველი დოზა აპრილში გაიკეთა. მაშინ ის AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.