ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე პატიმრობით ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებიც Covid19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარს იტყვიან. კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ფილიპინების მთავრობამ საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა.
ფილიპინების 110-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 1.95 პროცენტია აცრილი. დუტერტე ამბობს, რომ ვინც აცრაზე უარს იტყვის, ქვეყანა უნდა დატოვოს და ინდოეთში ან აშშ-ში წავიდეს.
„თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მიიღებთ ვაქცინას ან მე ციხეში გაგგზავნით“, – განაცხადა დუტერტემ.
ფილიპინებმა ვაქცინაციის პროგრამა მარტში დაიწყო, მაგრამ აცრის რამდენიმე ცენტრში მოსახლეობის დაბალი აქტივობაა. როდრიგო დუტერტეს განცხადებით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აბრაზებენ და მათ „ღორებისთვის განკუთვნილი ვაქცინით აცრის“.