ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, 2005 წელს ჩეჩნეთის სოფელ ბოროზდინოვსკაიას 11 მოსახლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, რუსეთს თითქმის 2 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ევროსასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული კონვენციის მრავალი მუხლი, მათ შორის - სიცოცხლის უფლება.
"განმცხადებლები ირწმუნებიან, რომ რუსი ჯარისკაცები უკანონოდ ჩხრეკდნენ სახლებს, აპატიმრებდნენ და ცუდად ექცეოდნენ მოსახლეობას, რამდენიმე ადგილობრივი მოკლეს, ცეცხლი წაუკიდეს ოთხ სახლს და 11 მოსახლე გაიტაცეს.", - ნათქვამია განაჩენში.
როგორც ცნობილია, ბატალიონის სამხედროთა უმრავლესობა ჩეჩნეთიდან იყო.
რუსეთმა დამოუკიდებლად გამოიძია მომხდარი. „ვოსტოკის“ ხელმძღვანელობამ ყველა ბრალდება უარყო.
2005 წლის ოქტომბერში გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა „ვოსტოკის“ ასეულის მეთაურს, მუჰადი აზიევს. ბოროზდინოვსკაიას წმენდისთვის მას პირობითი პატიმრობა მიესაჯა. აზიევი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ცნეს დამნაშავედ.
გაუჩინარებულთა ნათესავებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
ამ საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა 2006 წლის ბოლოს გაიმართა.