პოლონეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოდან და კიდევ 9 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას COVID-19-ზე ნეგატიური ტესტის პასუხის საფუძველზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Schengenvisainfo-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
Schengenvisainfo.com-ის მიხედვით, პოლონეთში შესვლას ტესტზე ნეგატიური პასუხის საფუძველზე საქართველოს გარდა შემდეგი ქვეყნები შეძლებენ: აშშ, იაპონია, კანადა, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ტუნისი, ავსტრალია, ისრაელი, სამხრეთ კორეა.
პოლონეთის მთავრობის განცხადებითვე, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ხარჯების გაწევა თავად მგზავრებს მოუწევთ.