ისრაელში 20 აპრილის შემდეგ პირველად, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გამოცემა Hazeert-ი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 125 შემთხვევა დაფიქსირდა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ჩეზი ლევის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 70% დელტა ვარიანტია.

ლევისმა ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო ინფიცირებულთა მესამედი აცრილი იყო.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა თავდაცვის ძალებშიც.

ეპიდსიტუაციის გამო, თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა გასცა ბრძანება, რომ თავდაცვის დაწესებულებების, სარდლობისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლების კორონავირუსის ტესტირების პროცესი განახლდეს.

ისრაელში ნიღბების ტარების ვალდებულება გასულ კვირას გაუქმდა. ამჟამად ისრაელში 434 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 258-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია. ისრაელის 5.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ კორონავირუსის ვაქცინაციის პირველი დოზა, ხოლო 5.1 მილიონმა მეორე დოზა მიიღო. ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები სამხედროებს მოუწოდებენ, მზად იყვნენ ქვეყნის მასშტაბით ტესტირების ცენტრების გასახსნელად.