Euronews-ის ინფორმაციით, კომპანია Google-ის წინააღმდეგ ევროკავშირმა ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო.
როგორც ცნობილია, გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, დაარღვია თუ არა Google-მა ევროკავშირის კონკურენციის წესები. აქცენტი გაკეთდება იმაზე, ახშობს თუ არა კომპანია კონკურენციას მესამე პირებზე, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით, ვებგვერდებსა და აპლიკაციებში სარეკლამო მიზნებისთვის.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს, იყენებს თუ არა ამერიკული გიგანტი თავის პოზიციას ბოროტად, როდესაც საქმე ონლაინ ციფრულ სარეკლამო ტექნოლოგიებს ეხება.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში ციფრულ რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხებმა 2019 წელს დაახლოებით 20 მილიარდ ევროს მიაღწია. მესამე მხარის ვებგვერდებზე კონტრაქტებში შემზღუდველი პუნქტების დაწესების გამო, 2019 წლის მარტში ბრიუსელმა Google-ი 1.49 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.