ექიმმა, ოთარ ტატიშვილმა განმარტა, რატომ ვითარდება თრომბი კორონავირუსის დროს და როგორია მისი თავიდან აცილების გზები.
ასეთ დროს, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, ვისაც სისხლში D-დიმერი აქვს მომატებული, კუნთები არ უნდა მოადუნოს, აუცილებელია სახლში ფიზიკურად დაიტვირთოს, მაგალითად აკეთოს ბუქნები.
„თევზის ქონი ათხელებს არამარტო სისხლს, შლის თრომბს, პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია კვირაში სამჯერ მაინც მივიღოთ ეს პროდუქტი და განსაკუთრებით თევზის ცხიმიანი სახეობა. კენკრა შეიცავს კუმარინებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ეს ბუნებრივი ანტიმიკრობული აგენტიც გახლავთ, ასევე ნიორი, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია სისხლის გათხელება, ისევე, როგორც ასპირინს. ასევე კარგია კოჭა, გარდა იმისა, რომ ათხელებს სისხლს, ის ორგანიზმში ამცირებს შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მაგრამ ვისაც მაღალი არტერიული წნევა და არითმია აწუხებს, ეს პროდუქტი უფრო ფრთხილად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა „იმედის“ ეთერში.
კორონავირუსის ერთ-ერთ გართულებად თრომბი სახელდება.