AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს ვაქცინა Covid19-ის ინდური – დელტა და კაპპა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანადგურებს დელტა და კაპპა ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და AstraZeneca-ს ვაქცინები დელტა ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.