დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

საბჭოს დღის წესრიგი უცნობია, თუმცა სხდომაზე სავარაუდოდ, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას განიხილავენ.