ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ექსპერტი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სელესტა ვალანდერი თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს

როგორც ცნობილია, ვალანდერი ექსპერტია რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. ამ ეტაპზე კი ვალანდერი ამერიკა რუსეთის ფონდის ხელმძღვანელია.

ის არის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს, შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი.

ვალანდერის დამტკიცებას ახლა სენატის თანხმობა სჭირდება.