უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.
დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერს და რადის თავმჯდომარეს შეხვდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.