გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები მოსამართლემ დამნაშავემ ცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომას 20 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. 6 პირს პატიმრობა შეეფარდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა 28 ივნისს შეეფარდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნით კი გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული ჰქონდა დაზიანებები.
პროკურატურას შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოს შემდეგ მყვინთავებმა ფეხბურთელის ცხედარი წყალში იპოვეს.