სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას მართავს.

მანამდე უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილი კიევს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. კიევში დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.