საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას ზელენსკისკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
„დღევანდელი ვიზიტი მხოლოდ საწყისია ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებისა. პრეზიდენტ ზელენსკის ვეპატიჟები, 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში. ასევე, მესმის, რომ ყირიმის პლატფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც კი ჩავალთ, კოორდინაციის რეჟიმში გადავწყვეტთ ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო უთუოდ იქნება ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მაღალ დონეზე და შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის კულტურული დღეებით აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.