საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.
"ნორვეგიელმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის განვითარებაში. მისი მხარდაჭერით, 2020 წელს NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმებას მოეწრა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი JTEC-ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენის ინიციატივით, ნორვეგიის მხარემNATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს 2020 წელს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.