ჟოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

24 ივნისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ პარტნიორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.