,,ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე გარდაიცვალა

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევისას ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტი ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი ხევიდან ამოიყვანეს.

„მაშველებმა ხევიდან ამოიყვანეს ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალების ფაქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მხრიდან დაფიქსირდა“, - განუცხადეს Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Europetime-ს ონის მუნიციპალიტეტის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე ცდილობენ ვითარების შესწავლას.