რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს, HMS Defender-ს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთანავე, რუსულმა ბომბდამშენემბა გამაფრთხილებელი ბომბები ჩამოყარეს მას შემდეგ, რაც HMS Defender-ი ის შავ ზღვაში, ყირიმთან ახლოს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.
"23 ივნისს, 11:52 საათზე საესკადრო ნაღმოსანმა, HMS Defender-მა რუსეტის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სამი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. გამანადგურებელი გავაფრთხილეთ, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იარაღს გამოვიყენებდით. მან რეაგირება არ მოახდინა გაფრთხილებაზე", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.