ენტონი ბლინკენი: აშშ-ს გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი და მეგობარი არ ჰყავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი არ ჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა.

”ვფიქრობ, სამართლიანია იმის თქმა, რომ შეერთებულ შტატებს გერმანიაზე უკეთესი პარტნიორი და მეგობარი არ ჰყავს" , - განაცხადა ბლინკენმა.

ბლიკენის თქმით, ბერლინთან კარგი ურთიერთობა ვაშინგტონის დღის წესრიგში იქნება.