BBC: გამოძიებით დადგინდა, რომ სამხრეთ აფრიკელ ქალს გოსიამე სიტოლეს 10 ტყუპი არ გაუჩენია

ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკელმა ქალმა გოსიამე სიტოლემ ივნისის დასაწყისში 10 ტყუპი გააჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაუთენის პროვინვიის მთავრობის განცხადებით, პროვინციის არცერთ კლინიკას არ მიუღია მშობიარე, რომელმაც 10 შვილი გააჩინა.

სამედიცინო გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ სიტჰოლე ორსულადაც კი არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ქალი ამჟამად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება და მას საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაში არ არის ნათქვამი მიზეზების შესახებ, თუ რამ გამოიწვია მსგავსი ამბის შეთხზვა.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა.