დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრი: აგვისტოს ბოლოსთვის "ინდური შტამი" ევროკავშირში ინფიცირების შემთხვევების 90%-ს შეადგენს

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზებით, აგვისტოს ბოლოსთვის ევროკავშირში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევების 90% უკვე "ინდური შტამი", ე.წ. "დელტა" ვარიანტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

ცენტრის განცხადებით, ზაფხულის არდადეგების დაწყებისთანავე,.აუცილებელია მოსახლეობა სრულად იყოს აცრილი, მათ შორის ახალგაზრდებიც.

მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ „დელტა“ ვარიანტს შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინების ერთი დოზა მიიღეს.

"სამწუხაროდ, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ "ინდურ შტამს" შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ამჟამად არსებული ვაქცინების მხოლოდ ერთი დოზა. ძალიან სავარაუდოა, რომ "დელტას" ვარიანტი ფართო მასშტაბით ვრცელდება ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით ახალგაზდებში, რომლებიც არ აცრილან. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დაუცველი პირების დაინფიცირების რისკი და განაპირობოს მძიმე დაავადებები და გარდაცვალება, თუ ისინი არ არიან სრულად ვაქცინირებულნი

კარგი ამბავია, რომ ამჟამად არსებული ვაქცინების ორი დოზის მიღება უზრუნველყოფს მაღალ დაცვას "ინდური შტამით" ინფიცირებისგან და მისი შედეგებისგან",- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრეა ამონმა.