უკრაინის რადას თავმჯდომარე: საქართველოსა და უკრაინას არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ

უკრაინის რადას თავმჯდომარის დმიტრო რაზუმკოვის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ. ამის შესახებ ის Twitter-ში წერს.

"ევროკავშირისა და NATO-სკენ სვლა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგის განვითარება მთავარი თემები იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას. ჩვენს ქვეყნებს არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ მეგობრული ურთიერთობები აერთიანებთ", – წერს რაზუმკოვი.

რადას თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

"ნამდვილად, ბატონო თავმჯდომარევ! მოდით, ეს ვიზიტი იყოს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ახალი პოტენციალის დასაწყისი ჩვენს ორ ქვეყანაში", – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილა