კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პროგრამისტი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ესპანელმა სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა წინასწარ ვარაუდობენ, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება.
აშშ-ში ბიზნესმენს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურა აცხადებდა, რომ ჯონ მაკაფიმ მილიონობით დოლარი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციების შედეგად მიიღო.
2020 წელს ჯონ მაკაფი ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს.