COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 656 ადამიანს დაუდასტურდა, 861 გამოჯანმრთელდა, 17 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახენ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 361 484 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 347 653, გარდაიცვალა 5228 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 944 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 525 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 23 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%.

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან 368 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 48, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 22, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 37, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 577, საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 420, აჭარაში - 161, იმერეთში - 343.

მძიმე პაციენტი: 674, მათ შორის, თბილისში - 307, აჭარაში - 46, იმერეთში -151.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 166, მათგან თბილისში - 106, აჭარაში - 8, იმერეთში - 12.

579 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 876 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 745, პირი, აჭარაში - 779, იმერეთში - 1 060.