აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მაიკლ კარპენტერი თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ხოლო მანამდე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩეველი იყო. ის ასევე მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. კარპენტერი მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილე.