რუსთაველის გამზირზე ოპოზიცია დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქციაზე ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოცხადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.
საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 15:00 საათზე დაიწყება. მას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.
"ევროპული საქართველოს" ლიდერები და მხარდამჭერები 14:30 საათზე, პირველ სკოლასთან შეიკრიბებიან, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
შეგახსენებთ, 13 ნოემბერს „ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.