საბერძნეთში მღვდელმა დისციპლინურ მოსმენაზე ეპისკოპოსებს მჟავა შეასხა

პოლიციის განცხადებით, საბერძნეთში დააკავეს მღვდელი, რომელმაც დისციპლინურ მოსმენაზე, მართლმადიდებლური ეკლესიის შვიდ ეპისკოპოსს მჟავა შეასხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

3 ეპისკოპოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი სამართალდამცველი და მოქალაქე, რომელიც მიტროპოლიტების დახმარებას ცდილობდა.

როგორც ცნობილია, შეკრებაზე თავდამსხმელი სასულიერო პირისთვის მღვდლობის შეჩერების საკითხი უნდა განეხილათ.

გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის მღვდელს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულობაში ადანაშაულებენ. კერძოდ, 2018 წელს მის მფლობელობაში 1.8 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ეპისკოპოსები მღვდლის ეკლესიიდან აღკვეთის საკითხს განიხილავდნენ.