აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.

დღესვე, ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.