ასოცირების ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიო ჩოკოიმ განაცხადა, რომ „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში ევროკავშირთან დიალოგის ხარისხის ამაღლება გაცილებით უკეთ არის შესაძლებელი და სწორედ ამ მიზნითაც გაფორმდა ასოცირების ტრიოს ხელშეკრულება.
„ჩვენ, საქართველომ და უკრაინამ გადავწყვიტეთ, რომ უფრო გავაღრმაოთ ევროკავშირთან თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ჩვენს პოლიტიკურ და კომერციულ დიალოგში ევროკავშირთან. ნამდვილად, თითოეულ ჩვენგანს თავისი ეროვნული ინტერესები და მიზნები აქვს, თუმცა ძალისხმევის გაერთიანება შესაძლებელია, რათა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, - აღნიშნა აურელიო ჩოკოიმ.