დმიტრო კულება: რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არამარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას

რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არამარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დმიტრო კულებას თქმით, სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ რუსეთს რაიმე სურვილი აქვს, შეცვალოს პოლიტიკა როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის მიმართ.

„უმაღლეს წარმომადგენელთან განვიხილეთ ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ინიციატივას რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის შესახებ და რომლის განხილვა ევროპული საბჭოს სამიტზეა დაგეგმილი. ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგის შეწყვეტა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთ ასპექტად მიგვაჩნია, რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ. რუსეთთან დიალოგის აღდგენის მცდელობა საფრთხეს უქმნის არამარტო ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას, არამედ ძირს უთხრის სანქციების ეფექტურობას და რუსეთს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენსპარტნიორებს ჩვენთან უფრო დაახლოება სურთ