აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.
როგორც ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰეიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა რუსული გეოპოლიტიკური პროექტია.
მისი თქმით, ნაკადის მშენებლობა ,,ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას".
„გაზსადენი საბოლოო ჯამში რუსული გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და პოტენციურად ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ბლინკენმა მაასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენის თქმით, შტატების მიზანია, რომ რუსეთმა ენერგია არ გამოიყენოს როგორც იარაღი უკრაინის ან ვინმეს წინააღმდეგ.
”ჩვენ მიზანად რჩება იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ენერგია, როგორც იძულებითი ინსტრუმენტი, როგორც იარაღი უკრაინის, ან ვინმეს წინააღმდეგ ევროპაში”, - თქვა ბლინკენმა.
პროექტი, რომლის მშენებლობლობის დაახლოებით 95% დასრულებულია, დაეხმარება რუსეთს, შეამციროს გაზის ექსპორტი უკრაინის გავლით, კიევს ჩამოართვას მომგებიანი სატრანზიტო მოსაკრებლები.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში გუშინ დაიწყო. როგორც ცნობილია, 25 ივლისს ბლინკენი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.
სახელმიფო მდივნის ინფორმაციითვე, ბერლინიდან ის საფრანგეთსა და იტალიაში გაემგზავრება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.