„ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ვაქცინები საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩამოვიდეს“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საელჩო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველოს გადმოვცეთ ვაქცინები. საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად იმუშავა ვაქცინების მიწოდების კუთხით. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით არის. დეტალები დაზუსტების პროცესშია. გვაქვს მუდმივი კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი აიცრას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.