ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები მოიცავს ბელარუსში ვინმესთვის პირდაპირ ან ირიბად აღჭურვილობის, ტექნოლოგიის ან პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის აკრძალვას, რომელიც განკუთვნილია ძირითადად ინტერნეტისა და სატელეფონო კომუნიკაციების მონიტორინგისა და მოსმენისთვის. აღნიშნული აკრძალვა ასევე ეხება ორმაგი დანიშნულების საქონლებსა და ტექნოლოგიებს სამხედრო გამოყენებისთვის. ასევე შეზღუდულია ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით, კალიუმის ქლორიდით და საქონლით, რომელიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისთვის.

გარდა ამისა, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე შესვლა შეიზღუდა და ბელარუსის მთავრობისა და ბელარუსის საჯარო ორგანოებისა და სააგენტოებისთვის დაზღვევისა და ხელახლა დაზღვევის მიწოდება აიკრძალა. დაბოლოს, ევროპის საინვესტიციო ბანკი შეაჩერებს ნებისმიერი თანხის გადახდას საჯარო სექტორის პროექტებთან და ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით. წევრ ქვეყნებს ასევე მოეთხოვებათ ზომები მიიღონ, რათა ბელარუსში მრავალმხრივი განვითარების ბანკებში მონაწილეობა შეზღუდონ, რომელთა წევრებიც არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ზემოაღნიშნული სანქციები ძალაში 24 ივნისს შევიდა.

21 ივნისს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სასანქციო სიაში 78 ფიზიკური პირი და 8 ორგანიზაცია შეიყვანა.