მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, სომხეთის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში თურქული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის კიდევ 6 თვით გაგრძელების გადაწყვეტილბა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინოფრმაციით, თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა პირველ ივლისს იწურებოდა და 2022 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა.
"თურქული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაგრძელება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური სანქცია თურქეთის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც - შეწყვიტონ სომხური წყაროებიდან თურქეთის სახელმწიფო ხაზინის დაფინანსება", - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თურქეთიდან იმპორტის მოცულობა თითქმის 70% -ით შემცირდა.