გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამაშველო ღონისძიებების შედეგად, გარდაბანში, წყალსაცავში მაშველებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს

,,წყალსაცავიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - აცხადებენ სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები თბოელექტროსადგურთან არსებულ ტბაზე საცურაოდ იმყოფებოდნენ. თავდაპირველად ტბაში 3 მოზარდი შევიდა, მათგან ერთმა გამოსვლა შეძლო.