ჰუბერტ ქნირში: შეშფოთებული ვარ, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს

"შეშფოთებული ვარ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაძლიერება.

"შეშფოთებული ვარ, რომ იმ პარტიებს შორის, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. შარლ მიშელის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს.

სასამართლო სისტემა არის ძალიან დელიკატური საკითხი. უკიდურესად მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემისადმი ხალხის ნდობის გაძლიერება. შესაბამისად, ახალი მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე მნიშვნელოვანია კონსულტაციების გამართვა. მოსამართლეების დანიშვნის პროცესმა სისტემისადმი ნდობის გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყოს", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.