პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან

ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან.

„უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის შესახებ ამჟამინდელი დისკუსია და მისი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე აყვანის მცდელობები დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასთან. ეს არის პოლონეთის პოზიცია. მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი უნდა იყოს შესაძლებელი მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთი უარს იტყვის თავის აგრესიულ ქმედებებზე სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მისი მეზობლების წინააღმდეგ. ვითარება ჩვენთვის ნათელია. სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ აგრესიულ ქმედებებს, ჰიბრიდულ თავდასხმებს ჩვენს მეზობლებზე, ჩვენზე, კიბერთავდასხმებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, რთულია, აწარმოო უმაღლესი დონის დიალოგი, როგორც ეს შეთავაზებულია ზოგიერთი ქვეყნის მიერ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.