უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ბიზნესმენებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა.
კერძოდ, სანქციები დაუწესდათ კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, ბიზნესმენებს ოლეგ დერიპასკას, ანდრეი კოსტინს და იგორ, არკადი და რომან როტენბერგებს. სანქციები ასევე შეეხო 698 რუსულ კომპანიას.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, კრედიტებისა და სესხების გაცემის აკრძალვას, ფინანსური დახმარების გაცემას და ფასიანი ქაღალდების შეძენას. ასევე სანქციები კრძალავს უკრაინის ტერიტორიაზე ვიზიტს და პრივატიზებაში მონაწილეობის მიღებას.
სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების მიერ უკრაინაში განთავსებული აქტივები დაიბლოკება და მათ აეკრძალებათ უკრაინიდან ფულის გატანა. გარდა ამისა, მათ უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ.