Reuters-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ხანდაზმულებს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
როგორც ცნობილია, მათ ყოველწლიურად რევაქცინაციის გავლა ვირუსის ვარიანტებისგან დასაცავად დასჭირდებათ.
ორგანიზაციის შიდა ანგარიშიდან, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ვაქცინის დამატებით დოზის გაკეთება რისკ ჯგუფებში შემავალ ადამიანებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ.
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დამატებითი დოზის საჭიროება მოვლენების განვითარების ერთ-ერთი სცენარია. დანარჩენი ორი სცენარით ეს გათვალისწინებული არ არის.
სააგენტოს მიერ მოპოვებული ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მომავალ წელს გლობალურად Covid19-ის საწინააღმდეგო 12 მილიარდი დოზა იქნება წარმოებული.
დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირთა ყოველწლიურ რევაქცინაციას განიხილავს, როგორც საბაზისო სცენარს.
საბაზისო სცენარის მიხედვით, ახალი ვარიანტების გაჩენა გაგრძელდება, ხოლო ვაქცინები რეგულარულად განახლდება ამ საფრთხეების შესაბამისად.