„ჩემი კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში, უფიდესი პრივილეგია იქნება, ვიმუშაო ჩვენი ღირებულებების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპასა და ევრაზიაში“, - ასე ეხმაურება ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარდგენას მაიკლ კარპენტერი.
„ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, კვლავ ვიყო ამერიკის სასმახურში. ჩემი კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება უდიდესი პრივილეგია, ვიმუშაო ჰელსინკის კომისიის წევრებთან, სენატის საგარეო კომიტეტთან, ჩვენი ღირებულებების, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევროპასა და ევრაზიაში“, - წერს მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე.
მაიკლ კარპენტერი თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ხოლო მანამდე ვიცე-პრეზიდენტის აპარატში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალური მრჩეველი იყო. ის ასევე მუშაობდა რუსეთის საკითხებზე დირექტორად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. კარპენტერი მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილე.
შეერთებულ შტატებში ელჩებს პრეზიდენტი ნიშნავს და სენატი ამტკიცებს.
ჯო ბაიდენმა ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მაიკლ კარპენტერი წარადგინა