მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

არმენ ჯიგარხანიანს 200-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. არმენ ჯიგარხანიანის ხელმძღვანელობით, 1996 წლის 12 მარტს მოსკოვის დრამატული თეატრი დაფუძნდა.