ისრაელში Covid19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება

Time of Israel-ის ინფორმაციით, ქვეყანაშ Covid19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება.

როგორც ცნობილია, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში Covid19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება საზღვრებს სრულად არ ჩაკეტავს, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი. გაჩნდა მოწოდებაც, რომ მოქალაქეებმა საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. განსაკუთრებით ეს გაფრთხილება იმ ოჯახებს ეხებათ, რომელთაც აუცრელი ბავშვები ჰყავთ.

ამასთან, მთავრობა ისრაელის დატოვებისა და ქვეყანაში ჩამომსვლელთათვის დამატებითი ზომების შემოღებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისრაელმა 15 ივნისს გააუქმა.