ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის „სიურპრიზი“ შეცდომად აღიარა - მეთიუ ბრაიზა

Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს.

„მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ. ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს.

„მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.

როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები