ირაკლი ღარიბაშვილი: წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი

წლის ბოლომდე, ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

"დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ Pfizer-თან მივაღწიეთ მოლაპარაკებას მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი Sinopharm-ი, მილიონი Sinovac-ი, Novavax-ი 700 000 დოზა. ჯამში წლის ბოლომდე, 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც იქნება სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ როგორც დავგეგმეთ, მოსახლეობის 60 პროცენტი იყოს აცრილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.