ისლანდია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის

Guardian-ის ინფორმაციით, ისლანდია პირველი ქვეყანა იქნება ევროპაში, რომელიც Covid19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის.

ხვალიდან მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აღარ მოუწევთ.

ისლანდიის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის 87% ვირუსის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისლანდიაში Covid19-ის 360 000 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6 637 ადამიანი.

ისლანდია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის