ეპიდსიტუაციის კუთხით ნახტომისებური ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხდა.
მისი თქმით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 500-800-ს შორის მერყეობს, რაც საქართველოსთვის საკმაოდ მაღალია.
"ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით, ანუ ნახტომისებური ქვემოთ ჩამოსვლა არ გვაქვს, პლატოზე ვართ გასული და ჯერჯერობით ქვემოთ არ მოდის. ყოველდღიური შემთხვევები მერყეობს 500-800-ს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ეს საკმაოდ მაღალია.
გასაგებია, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო პირბადის ტარების მანდატორიზმი მოიხსნა ღია სივრცეებში, მაგრამ მაინც ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას თვითშეგნებიდან გამომდინარე პირბადე, სადაც ძალიან არ გვიჭირს - ვატაროთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.