ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.

"ევროკავშირი რუსეთის მიმართ ერთიან და სტრატეგიულ მიდგომას 5 სახელმძღვანელო პრინციპის საფუძველზე განახორციელებს.

ჩვენ გავახანგრძლივეთ ჩვენი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: მოსკოვმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი მინსკის შეთანხმებების უზრუნველყოფაში.

ჩვენ დიალოგის ფორმატებსა და პირობებს შევისწავლით", - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვითი სექტორების წინააღმდეგაა მიმართული. თავდაპირველად ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. 2015 წლიდან სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეა მიბმული.