შესაძლოა, საქართველოში Pfizer-ით 16-17 წლის მოქალაქეებიც აიცრნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 16-17 წლის მოქალაქეებიც ჩართონ.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, Pfizer-ის ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა, სექტემბრიდან გაფართოვდეს.

"ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ Pfizer-ით ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, 2 ასაკობრივი ჯგუფი დაემატოს, ზოგადად ველოდებით შემოდგომისკენ. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ Pfizer-ით აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც - აშშ-მა, კანადამ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ. იმედი მაქვს, რომ Pfizer-ის საკმარისი დოზები გვექნება", - განაცხადა გამყრელიძემ.