კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს

კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი მკვლელობის მომზადების მუხლით დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიდიანი თბილისის აეროპორტში დააკავეს, თუმცა შსს-ს პრესსამსახურს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზეა დაკავებული. სუს-მა ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა 2020 წლის იანვარში აღკვეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე.